სასარგებლო ბმულები

  • ბმული 1
  • ბმული 2
  • ბმული 3
  • ბმული 4
  • ბმული 5

უძველესი დროიდან რუსეთში ფაფა ერთ-ერთი ძირითადი კერძი იყო როგორც გლეხების, ისე თავადების ყოველდღიურ რაციონში. და რადგანაც ასწლეულების განმავლობაში მას არ დაუკარგავს პოპულარობა, ესე იგი, ტყულად არ აფასებენ და ტყუილად არ სცემენ პატივს; ესე იგი, მასში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც გამოარჩევს სხვა პროდუქტებისაგან. ვეცადოთ, გავარკვიოთ, რაშია მისი საიდუმლო.

ხორბლის ფაფა გოგრით - ეხმარება ორგანიზმს მძიმე მეტალების მარილების, ანტიბიოტიკების გამოდევნაში, ებრძვის ქოლესტერინს და წმენდს მისგან სისხლძარღვებს, ასევე ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში. გოგრა გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც თრგუნავს ტუბერკულოზის ჩხირების გამრავლებას, ვიტამინი Е კი ხელს უშლის ნაოჭებისა და სიბერის ლაქების გაჩენას.

შვრიის ფაფა ტროპიკული ხილით შეიცავს ცილას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ზრდისთვის და აღადგენს ქსოვილებს. ხსნადი უჯრედისი რეგულარული გამოყენებისას ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

წიწიბურის ფაფა შავი ქლიავით - სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ჰიპერტონიის, ღვიძლის დაავადების დროს, შეშუპებისას, სიბერით გამოწვეული ძვლების სიმყიფის (ოსტეოპოროზის), სისხლნაკლებობის (ანემიის) დროს. შავ ქლიავში დიდი რაოდენობითაა რკინა, რაც სასარგებლოა ავიტამინოზისა და ანემიის შემთხვევებში. შავ ქლიავს გააჩნია კარგი ანტიბაქტერიული თვისებები, აფერხებს ბაქტერიების ზრდას და დამღუპველად მოქმედებს იმ ბაქტერიებზე, რომლებიც იწვევს პირის ღრუს დაავადებებს, ხელს უწყობს წნევის ნორმალიზებას.

ბრინჯის ფაფა ჭერმის ჩირით - В1, В2, В3 და В6 ვიტამინების წყაროა, რომლებიც ყველაფერთან ერთად ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაჯანსაღებას. ბრინჯი განაპირობებს მშვიდ ძილს, სასარგებლოა თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. ჭერამი შეიცავს ორგანულ მჟავებსა და პექტინებს, რომლებიც ეფექტურად გამოდევნის ადამიანის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს და რადიონუკლიდებს. ის ხელს უშლის სისხლძარღვების დაცობას, აახალგაზრდავებს კანს და ამაგრებს თმას.

ხორბლის ფაფა მსხლითა და ატმით აჯანსაღებს ორგანიზმს, ზრდის იმუნიტეტს. მსხალს გამახალისებელი, გამამხნევებელი მოქმედება გააჩნია, აუმჯობესებს განწყობას, შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, მასში გამოხატულია ტუტე თვისებები, რაც სასიკეთოდ მოქმედებს გულის მუშაობაზე. ატამი აძლიერებს კუჭის სეკრეტორულ მოქმედებას, აუმჯობესებს ცხიმიანი საკვების მონელებას. ატმის ნაყოფის გამოყენება სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებების, ასევე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.

ქერის ფაფა გარგარით შედგება ადვილადხსნადი ელემენტებისაგან, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ქერის ფაფები ჩვეულებრივ რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა და სისხლის მიმოქცევის სიტემის სხვა დაავადებები. გარგარი შეიცავს ბეტა-კაროტინს, რაც აუცილებელია კარგი მხედველობისა და ჯანმრთელი კანის შენარჩუნებისათვის. მაგნიუმის მარილებისა და რკინის დიდ რაოდენობით შემცველობის გამო გარგარის ჩართვას გვირჩევენ ჰიპერტონიკების დიეტასა და ანემიით დაავადებულების კვების რაციონში. გარგარი გვეხმრება მეხსიერების გაუმჯობესებაში და ზრდის ტვინის აქტივობას, რაც უდავოდ მეტად მნიშვნელოვანია ინტელექტუალური შრომით დაკავებული ადამიანებისათვის, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. გარგარი მეტად სასარგებლოა ბავშვებისათვის, რადგან ხელს უწყობს ზრდას (კაროტინის დიდი შემცველობის გამო), ასევე მათთვის, ვისაც აღენიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევები, კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებები .

ჭვავის ფაფა შავი ქლიავითა და გარგარის ჩირით - შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც აჩქარებს შლაკური პროდუქტების გამოყოფას ნაწლავებიდან და დანაყრების შეგრძნებას იწვევს. ჭვავში არსებული ბოჭკოები ამცირებს მჟავიანობას და ნაღვლის რაოდენობას ნაწლავებში, რაც ხელს უშლის მთელი რიგი კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარებას, ასევე აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში. ჭვავის მარცვლების უნიკალურ შემადგენლობაში არის ნივთიერებები, რომლებიც იცავს უჯრედებს კიბოსგან, განსაკუთრებით მკერდის კიბოსა და პროსტატის კიბოსგან.